ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლე ალეინა ნაკაშიძე „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადებში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 
05-06-2025

საგნობრივი ოლიმპიადები სასკოლო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას.

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლე ალეინა ნაკაშიძე. მან წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები და მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელებიც მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203