​ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის სიგელები მიენიჭათ 
05-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ცქიფურიშვილი, მარიამ გეწაძე და ანასტასია გურაბანიძე. ლუკა ცქიფურიშვილმა წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, მარიამ გეწაძემ და ანასტასია გურაბანიძემ კი ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმოაჩინეს შესაძლებლობები. 

მოსწავლეებს მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203