ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლეები - მართა რობაქიძე და ომარ მ.აბდულლატიფი „ეტალონმა“ საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა
05-06-2025

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რომელსაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მართა რობაქიძე და ომარ მ.აბდულლატიფი.

მათ წარმატებით გაიარეს, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები და მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელებიც მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.

2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...