რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში 
06-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზი ზურაბიანი და მარიამი ტვილდიანი. მარიამმა წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, ნიკოლოზს კი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში აქვს ბრწყინვალე შედეგი - ის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულის წევრია.

მოსწავლეებს სახელობითი სიგელები მიენიჭათ. ნიკოლოზს დიპლომიც გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

როგორც აღვნიშნეთ, ჩემპიონატის ფარგლებში, ქართული ენა/ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები უკვე ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...