საამაყო შედეგი და ღირსეული ადგილი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში - ობუჯის თემის N2 სკოლის მოსწავლის - დემეტრე მებონიას წარმატება 
06-06-2025

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

27 მაისს, საგნობრივი ჩემპიონატი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებით შეუერთდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე მებონია. მოსწავლემ ოლიმპიადაში საამაყო შედეგი აჩვენა და ქართული ენისა და ლიტერატურის ონლაინ ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

ჩემპიონატის ფარგლებში, ქართული ენა/ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები უკვე ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...