ტექსტის რედაქტირებაში მაღალი ქულის მისაღებად რა უნდა იცოდეთ - რჩევები აბიტურიენტებისთვის
04-06-2025

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში არის ორი ტიპის დავალება: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა რედაქტირებისას იმისთვის რომ მაღალი ქულა მიიღონ, (მაქსიმალური 16 ქულა) რა მოწმდება და რა შეცდომაში რამდენი ქულა აკლდებათ აპლიკანტებს.

რჩევებს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აძლევს:

„ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე. ჯერ უნდა გაეცნოთ ტექსტს, გაიაზროთ არა მხოლოდ თემატკა, არამედ რა სტილის ტექსტია. ჩვენ საინფორმაციო სტილის ტექსტებს გთავაზობთ მაგრამ, მოგეხსენებათ, ამ სტილის ტექსტებშიც შეიძლება იყოს მცირეოდენი სტილისტური განსხვავება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ სანამ შეცდომების და ხარვეზების გასწორებას დაიწყებთ.

არ დაიწყოთ პირდაპირ შეცდომების ძებნა, იმიტომ რომ სტილისტიკური და სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში კონტექსტის მიხედვით თუ არ იქნა გააზრებული შეიძლება, შეცდომა დაუსვათ, რადგან ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება იყოს შეცდომა ან არ იყოს შეცდომა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ რომ მაღალი შეფასება მიიღოთ“.

რაც შეეხება, შეფასების შეფასების კრიტერიუმებს:

#მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები --- 8ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (8) აკლდება თითო ქულა.
#სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები ------------------------------------------ 2ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.
#პუნქტუაციური შეცდომები ------------------------------------------------------------------------- 6ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (6) აკლდება თითო ქულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...