„ეს ჩვენი საქართველოა“ - ქუთაისის N4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტ-გაკვეთილი
05-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას ხალისით სწავლობენ, რადგან პედაგოგები მათ სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით უმარავლფეროვნებენ. 

ახლახან, IX კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაკა კახიძე) ჩატარდა პროექტი-გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე - „ეს ჩვენი საქართველოა“. 

მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდი საინტერესო პრეზენტაციების სახით სახით  გააცოცხლეს და წარმაოდგინეს თემები - „საქართველო - ჩემი მშობლიური მიწა“, „ოქროს ხანა“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.“

მოსწავლეებმა თემების გარშემო საინტერესოდ ისაუბრეს, წამოაჩინეს საგნობრივი ცოდნა და ლექსიკური მარაგი. 

სასწავლო პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი დალი სალდაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203