ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი არაქალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.
ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.
ახლახან, დაწყებითი კლასების მასწავლებლის - წამამ კურღინიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება, მე-4-მე-5 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.
„ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, ახალმა თაობამ უნდა აღიაროს თავისი ეროვნული ღირებულებები, კარგად იცოდეს ისტორია და ტრადიციები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.