შთამბეჭდავი ღონისძიება და გაზაფხულის დღესასწაული კიზილქილისის საჯარო სკოლაში 
04-06-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, კიზილქილისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, კიზილქილისის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია მეოთხეკლასელთა გაზაფახულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიუზანნა თევანიანი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს და მშობლიურ სკოლაში გატარებული კიდევ ერთი დღე აქციეს ნამდვილ დღესასწაულად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...