
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სულ ახლახან, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უჩმანის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა გავლენას აქვს მოწევას ადამიანის ჯანმრთელობაზე, აღნიშნეს თამბაქოს მავნებლობა და მისგან გამოწვეული დაავადებები.
პერეზენტაცია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და 1988 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization) ამ დღის აღნიშვნით ცდილობს, ხაზი გაუსვას სიგარეტისა და თამბაქოს სხვა პროდუქტების საზიანო ეფექტს.
იხილეთ ფოტოები: