ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ფსიქოგანათლების მიმართულებით, საინტერესო ლექცია მოისმინეს
04-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ახლახან, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია თემაზე „მენტალური ჯანმრთელობა და მოზარდები". ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვალიფიციური წარმომადგენლები: ზეკო ხაჩიძე, თამარ ჩაგუნავა, ფსიქოლოგი სალომე ძაგნიძე. სპეციალისტებმა ისაუბრეს ფსიქოგანათლების მნიშვნელობაზე და უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა საინტერესო კითხვას.

ინფორმაციისთვის: ქუთაისის სკოლებში ფსიქოგანათლების კურსი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებლის/გენერალური დირექტორის გოჩა ბაკურაძისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...