
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ საგნობრივი ცოდნის - იგი გაჯერებულია მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებებით, რომლებიც მოზარდთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ემსახურება.
ასეთი აქტივობები ხელს უწყობს როგორც ცოდნის განმტკიცებას, ასევე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ღონისძიება, რომელიც მე-2 კლასში ჩატარდა და გაზაფხულის მშვენიერებას მიეძღვნა. მოსწავლეებმა, თავიანთი საყვარელი დამრიგებლის - რ. თევანიანის ინიციატივითა და ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღეს ლამაზ წარმოდგენაში.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ესთეტიკური აღქმის გაძლიერება, ბუნების სილამაზის დაფასება და საგაზაფხულო განწყობის გადმოცემა.
ბავშვებმა სიყვარულითა და ენთუზიაზმით წარმოადგინეს, სიმღერები და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები.
ლამაზად მორთული საკლასო ოთახში განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. თითოეული მოსწავლე დიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა ღონისძიებას და სასკოლო საზოგადოებას ნამდვილი გაზაფხულის ზეიმი შესთავზა.
იხილეთ ფოტოები: