რაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრისას - დეტალები
08-06-2025
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.
 
მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ასევე, სამომავლო გეგმები გააცნო.
 
საუბრისას ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ხაზი გაუსვა მასწავლებელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
 
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ პედაგოგთა მხარდაჭერა და მათი პროფესიული წინსვლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...