
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. პატარებს პირველი კლასის დასრულება მთელმა სკოლამ მიულოცა. პირველკლასელთა წლის ბოლო დღესასწაული, არდადეგებზე გაცილება და საზეიმო გამოსვლა მეტად შთამბეჭდავად წარიმართა.
ღონისძიება დაიწყო ქართული დაისით, გაგრძელდა პირველკლასელების ნაზი ვალსით, კლასიკით სავსე წუთებით, მხიარული დისკოთი, ჯამბაზების ცეკვით - სიცილით და სიხარულით.
და ბოლოს - სცენაზე მეგობრული ტვისტი: მასწავლებელი და მოსწავლე თანაბრად, რიტმში, გულითა და ღიმილით ცეკვავდნენ.
„სკოლა, სადაც მეგობრობა სცენაზე ავიდა. სკოლა, სადაც მუსიკამ ტიტულები გააქრო“,- ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
იხილეთ ფოტოები: