საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
2 ივნისს, ჭალის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრამ პროექტის - „გავეცნოთ, გავერთოთ და ვისწავლოთ“ ფარგლებში, უმასპინძლა ამავე მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
მათ ერთობლივად იმუშავეს პროექტზე და მრავალი საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს.
„ვფიქრობთ, ასეთი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობას, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესსა და ცნობიერების ამაღლებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან.
პროექტს ხელმძღვანელიბდნენ საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლები: ვეკო ნადირაძე, პაატა ნადირაძე, ნინო აბაშიძე, ანნა ნასარიძე, ნაირა ჭიტაძე, თეა ღონღაძე.
იხილეთ ფოტოები: