უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაშბაშის კანიონზე ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
04-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები დაუვიწყარ საგანმანათლებლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ დაშბაშის კანიონზე. მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ბუნების უნიკალური ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მშობლებთან ერთად გაემართნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სკოლის პედაგოგები ინა მანასიანი, სვეტლანა მარკოსიანი და ნუნე გალუსტიანი. მათი თქმით, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება, გუნდური მუშაობის წახალისება და სწავლისაგან მცირე განტვირთვა.

მოსწავლეებმა სიამოვნებით დაათვალიერეს კანიონის ბუნებრივი სილამაზე, ისარგებლეს მინის ხიდით და ისმინეს პედაგოგების მიერ მომზადებული ინფორმაცია ადგილობრივი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...