უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
04-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულა აღინიშნა. 

პედაგოგებმა - გაიანე ამირხანიანმა და მალვინა ამირხანიანმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს და პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მოსწავლეებს ღონისძიებაზე ანიმატორებიც სტუმრობდნენ, მათ ბავშვებს დღესასწაული განსაკუთრებით გაულამაზეს. 

აღსანიშნავია, რომ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები ყოველთვის გათვალისწინებულია, მათი მოტივაციისა და განწყობის ასამაღლებლად კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...