ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის მე-2 საჯარო სკოლაში მხიარული და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
ხელოვნების მასწავლებელის, მანონი ქუხილავას ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ასფალტის საფარი ფერადი ცარცებით მოხატეს.
მოსწავლეებმა სახალისო გარემოში გაატარეს დღე, გამოხატეს საკუთარი კრეატიულობა და შექმნეს უამრავი საინტერესო ნამუშევარი. მათ მიერ შესრულებულმა ნახატებმა სკოლის ეზო კიდევ უფრო მეგობრულ და ფერად გარემოდ აქცია.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში მხატვრული ხედვის განვითარებას, გუნდურ მუშაობას და სკოლასთან ემოციური კავშირის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: