სტუდენტები 500-500 ლარს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი
03-06-2025

წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტი თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ სტუდენტებს ეხება, რომელთა სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა) - ისინი დაჯილდოვდებიან 500 ლარით.

ასევე 500 ლარია გათვალისწინებული მაგისტრატურის სტუდენტზე, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა)

„ბ) დოქტორანტურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ  სასწავლო კურსში სწავლის შედეგის  მიღწევის  დონის „ფრიადით“ (91 – 100 ქულა) შეფასებისას – 1 აპრილამდე (შემოდგომის სემესტრი) და 1 სექტემბრამდე (გაზაფხულის სემესტრი), ხოლო  დოქტორანტურაში ჩარიცხვისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან ორი თვის ვადაში, განმცხადებელმა მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა (დედანი) უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის მითითებით;

დ) ცნობა (დედანი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

ე) მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო რეკვიზიტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...