მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწაავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. პედაგოგმა, ნანა შულაიამ მოსწავლეებს ანბანის წარმატებით შესწავლა მიულოცა და ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა. პირველმა მასწავლებელმა ბავშვები არაერთ აქტივობაში ჩართო. გაიმართა ლამაზი ღონისძიებაც - პირველკლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ხოტბა შეასხეს პირველ წიგნს - „დედაენას“ მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.
დამრიგებელი პირველკლასელებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: