
დედოფლისწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ, აზიარებენ ცოდნას და ძენენ ახალ გამოცდილებას.
2 ივნისს, ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში გაიმართა ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაგეგმილი მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაძლიერება და განათლების სფეროში არსებული უახლესი კვლევებისა და ტენდენციების გაცნობა.
კონფერენციას აქტიურად შეუერთდნენ დედოფლისწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების პედაგოგები.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ პედაგოგები - ეკა სეფიაშვილი და ლალი ნატროშვილი.
ეკა სეფიაშვილი კონფერენციაზე წარდგა თემით - „არაფორმალური განათლება მოსწავლის პერსონალური ზრდისათვის“. ლალი ნატროშვილმა კი წაიკითხა მოხსენება თემაზე - „მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობა“.
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლიდან კონფერეცნიას შეუერთდნენ - მარინე შანშიაშვილი და ნონა ტოკლიკიშვილი.
მარინე შანშიაშვილის საკონფერენციო თემა გახლდათ - „შეფასების სისტემის ვერიფიკაცია პროექტებით სწავლების დროს“, ხოლო ნონა ტოკლიკიშვილის - „პროექტებით სწავლება“.
პედაგოგთა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენციას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები: