ჩიხარეშის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
05-06-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებმა ლამაზი სანახაობა გამართეს. სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203