სასაშის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
05-06-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და ღონისძიებით გააცილეს ანბანი.

დამრიგებელმა პატარებს პირველი სასწავლო მიღწევები მიულოცა და ბავშვებს სიგელები გადასცა. 

მასწავლებლები პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. 

„ჩვენო საყვარელო პირველკლასელებო

გემშვიდობებით დროებით - გაცილებთ დროებით.

თქვენი პირველი სასწავლო წელი უკვე უკან მოვიტოვეთ და ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი გაიარეთ - სავსე გაღიმებული სახეებით, ჩახუტებებით, პირველივე კითხვებით და მხიარული გაკვეთილებით.

ახლა კი დროა ზაფხულს შევხვდეთ! არდადეგებზე ითამაშეთ, იოცნებეთ, იბედნიერეთ! აივსეთ მზით, ზღაპრებით და თავგადასავლებით - რომ სექტემბერში უფრო გაბრწყინებული და მოტივირებული დაგვიბრუნდეთ სკოლაში.

ჩვენ აქ ვიქნებით, თქვენი მასწავლებლები, რომლებიც უკვე გელოდებით ახალი თავგადასავლებისთვის მზად! დროებით, პატარებო! მალე ისევ შევხვდებით, მაგრამ უკვე მეორეკლასელები იქნებით!“,- თბილი სიტყვებით მიმართეს პატარებს მასწავლებლებმა და პირველკლასელებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203