
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - Plant life.
მოსწავლეებმა გაიაზრეს მწვანე მცენარეთა მნიშვნელობა ჩვენი სიცოცხლისათვის, გაიგეს, რომ ისინი ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნიან ორგანულ ნივთიერებებს და გამოყოფენ ჟანგბადს, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სუნთქვის არის მნიშვნელოვანი.
მოსწავლეება საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ინგლისური ენის ლექსიკური მარაგიც წარმატებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა თემაზე საინტერესო პლაკატიც შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: