ფახულანის თემის N2 სკოლის მოსწავლე მაგდალინა პერტაიამ კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
05-06-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ამჟამად სკოლაში მაგდალინა პერტაიას წარმატებით ხარობენ. 

ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ბავშთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში - „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა. 

მაგდალინა პერტაიამ კონკურში პირველი ადგილი დაიკავ და ლაურიატის წოდება და ოქროს მედალი დამისახურა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მაგდალინას მიღწეულ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203