განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს
04-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ჰეღინე ჰახვერდიანმა საინტერესო ღონისძიება დაგეგმა და პატარებს პირველი სასწავლო მიღწევები მიულოცა. 

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მასწავლებელმა პატარებს ქართული ენის ანბანის წარმატებით შესწავლა მიულოცა და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...