ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
05-06-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და აკადემიური მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ და მშობლები და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პირველი კლასის დამრიგებელი ელისო ადამია, მუსიკის მასწავლებელი ირინა ცაავა.

პედაგოგი ელისო ადამია მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

„ასე, მხიარული განწყობით დაასრულეს პირველი კლასი ჩემმა პატარებმა. მიყვარხართ და გეფერებით...“,- აღნიშნავს ელისო ადამია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...