ქართული ენის ზეიმი თამაკონის საჯარო სკოლაში 
05-06-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული ფასეულობების განმტკიცებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. 

რა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად იზეიმეს დედაენის დღე. 

სკოლაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა.  მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის სილამაზეს, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა. მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრებიც შექმნეს. 

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ კონკურსს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...