პერევის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ხეები დარგეს
04-06-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პარუხისმგებლობით გამოირჩევიან და, პედაგოგთა მხარდაჭეით, არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

სკოლაში, 21 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების მხარდაჭერის ცენტრმა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობით, განახორციელა პროექტი - „მდგრადი ინიციატივები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“.

მოსწავლეები პროექტს ხალისითა და დიდი ინტერესით შეუერთდნენ. პროექტის მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა ჯიშის ხეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...