ნიკო ნიკოლაძის სახელობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ფლევის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ცდილობს, ბავშვებს ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ისეთი აქტივობები შესთავაზოს, რომლებიც დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, განვლიული მასალის გადააზრებაში...
ახლახან, ფლევის საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრის (მ. ხაჩიძე, ლ.კვესაძე, ლ. ხარშილაძე, ბ. სულაქველიძე) ორგანიზებით, ჩატარდა მათემატიკის კვირეული დაწყებითი კლასებისათვის, რომელშიც I-VI კლასელებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც სკოლაში გვიამბბენ, კვირეული იყო სახალისო და შემეცნებითი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებს აღმოეჩინათ მათემატიკის საოცარი სამყარო სახალისო და ინტერაქტიული გზით.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი, საჯარო გამოსვლის, თანამშრომლობითი უნარებისა და სხარტი აზროვნების განვითარებას. აქტიური მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სიგელებით.