ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ვკითხულობ აკაკის“. მოსწავლეებისთვის ლიტერატურული პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - მარიამ მაჭარაშვილი და დემეტრე მაჭარაშვილი. მათ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: