ანბანთან დამშვიდობება, ლამაზი ღონისძიება და ემოციების ზღვა ორლოვკის საჯარო სკოლაში
03-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.

ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს ორლოვკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი. ეს გახლდათ ნამდვილი დღესასწაული და გულწრფელი ემოციების ზღვა, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არასოდეს დაავიწყდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...