„ქართული ლექსების ანთოლოგია“ - ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-06-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მოსწავლეებმა დაასრულეს მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტზე სახელწოდებით - „ქართული ლექსების ანთოლოგია“. პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„კიდევ ერთხელ გავეცანით ქართული პოეზიის შედევრებს. ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ რამდენიმე მათგანი და ამ სახით წარმოვადგინეთ კლასის წინაშე“,- გვიყვება პროექტის ხელმზღვანელო მასწავლებელი. 

მოსწავლეთა პრეზენტაციები მართლაც საინეტრესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა, პრპექტის ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...