გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორისაა, ქეთევან ბერაძემ, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის - „მომავალი თაობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოსმენისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
საერთაშორისო კონფერენცია Teachers Community Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. პედაგოგმა ორგანიზაციისგან მისალოცი წერილი მიიღო.
„გილოცავთ ქეთევან ბერაძე გადმოგეცათ სერტიფიკატი, Teachers Community Georgia გუნდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „მომავალი თაობა მდგრადი განვითარებისთვის" მოსმენისათვის.
საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება არის საგანმანათლებლო გლობალური ორგანიზაცია, საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება არ არის მხოლოდ ჯგუფი; ეს არის მოძრაობა ყველა ქართველი მასწავლებლის გაერთიანებისათვის. ჯგუფის მიზანია: სწავლების მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება, განათლების ტენდენციების განხილვა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის. პატივისცემით, საქათველოს მასწავლებელთა საზოგადოების გუნდი“,- ვკითხულობთ წერილში.
იხილეთ ფოტო: