ნოღოხაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
04-06-2025

ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასკოლო გამაჯვებები კი განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს. წელს პირველკლასელებმა შეისწავლეს ქართული ანბანი, ისწავლეს წერა-კითხვა,წარმატებით დაასრულეს პირველი სასწავლო წელი.

28 მაისს, პირველკლასელებისთვის დღესასწაული მოეწყო.  ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, ემოციებითა და საზეიმო განწყობით.

ღონისძიებაზე პატარებმა წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სასკოლო ცხოვრებისა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობისთვის მზად არიან. 

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა სიხარულით წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიების დასასრულს კლასის დამრიგებელმა ჩვენს პატარა მერცხლებს საჩუქრად საბავშვო წიგნები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნერი არდადეგები უსურვეს. 

„სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას ვუხდით ნოღოხაშის სკოლის დირექციას, პირველი კლასის მასწავლებლებს და მშობლებს.

ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით დამრიგებელს -დარეჯან ცომაიას, მუსიკის მასწავლებელს - ეკა ძველაიას და სპორტის მასწავლებელ - თამთა ძველაიას.

ჩვენ აწ უკვე II კლასელებს, ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...