ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
03-06-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა, რომელიც, როგორც თავად გვიამბობენ, უკვე ტრადიციადაა ქცეული.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები, ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი. 

ინფორმაციისთვის: 1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...