ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და საზეიმო „ბოლო ზარი“ თბილისის N124 საჯარო სკოლაში
04-06-2025

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

https://www.facebook.com/watch/?v=1606185170069362

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...