თბილისის N89 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. კურსდამთავრებულება მანტიები და ქუდები მოირგეს. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
კურსდამთავრებულებმა კი დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.
„ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ უდიდეს წარმატებებს ცხოვრების დამოუკიდებელ, დიდ ასპარეზზე!
ვამაყობთ თქვენით და ველოდებით თქვენს დიდ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: