ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ორლოვკის კურსდამთავრებულისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;
ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.
კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.
„დღეს კიდევ ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა... სავსე მოგონებებით, მიღწევებითა და სითბოთი. ბოლო ზარი მხოლოდ დამშვიდობება არ არის, ის ახალი გზის დასაწყისი, ოცნებების ასრულების ნიშანია.
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, თქვენთან ერთად გავლილი ეს თორმეტი წელი ჩვენთვის დიდი პატივი და ბედნიერება იყო. სიამაყით ვუყურებთ თქვენს მიღწევებს და თქვენი მომავალი წარმატებების მოლოდინით ავივსებით.
დაე, ორლოვკის საჯარო სკოლა მუდამ დარჩეს თქვენს გულებში, როგორც მოგონებების, ცოდნისა და სითბოს კერა. იყავით თავდაჯერებულები, მიზანსწრაფულები და განათლებულები“ - ასე დაულოცა ორლოვკის საჯარო სკოლამ გზა მეთორმეტეკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: