„თქვენ ხართ ჩვენი შთაგონება და მომავლის იმედი“- ზედა ვანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
04-06-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.

20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება.  მოსწავლეებმა პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში. დღის ბოლოს ახალგაზრდების თეთრი პერანგები ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.

ბავშვობასთან, მასწავლებლებთან, სკოლასთან გამომშვიდობება მე-12 კლასელებისთვის მეტად ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს დირექციამ და პედაგოგებმა. 

„ჩვენი სკოლის ეზოში განსაკუთრებული ფუსფუსი, სამზადისი, სითბო და სევდა იგრძნობოდა.

კიდევ ერთ თაობა გავაცილეთ... ეს დღე მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია - გზა დამოუკიდებლობის, ოცნებების ასრულების და მაღალი მიზნებისაკენ.

ბავშვებო დღეს თქვენს თვალებში ამაყი მზერა იგრძნობოდა და დიახ, იამაყეთ! სწორედ თქვენ ხართ ჩვენი შთაგონება და მომავლის იმედი.

წარმატებებს გისურვებთ და დაგილოცავთ გზას, რომლის დასაწყისშიც ახლა დგახართ...

იყავით მიზანდასახულები, კეთილშობლები და გულწრფელები...

თქვენ ყოველთვის იქნებით ჩვენი სკოლის ნაწილი!....“,- აღნიშნეს სკოლაში და ახალგაზრდებს შეახსენეს, რომ მათ დიდ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...