ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულები ყოველთვის სასურველი და საპატიო სტუმრები არიან.
სკოლის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, არაერთი წარჩინებული და სასახელო თაობა აღზრდილა, რითაც ყოველთვის ამაყობს სკოლის დირექცია და პედკოლექტივი.
სულ ახლახან, ვახანის საჯარო სკოლას 1979-1980 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ეწვივნენ.
ემოციური იყო მათი შეხვედრა-სითბოთი, სიყვარულით, სიხარულითა და ცოტა სევდით სავსეც.
იხსენებნენ 45 წლის წინანდელ ამბებსა და ეფერებოდნენ ერთმანეთსა და თავიანთ ლილი მასწავლებელს. იყო ბევრი სიხარულის ცრემლი.
სკოლაში ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს.
სკოლაში მათ სკოლის დამთავრების საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
„გილოცავთ და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: