ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის გედსამანიის კორპუსის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და საზეიმო ღონისძიებით გააცილეს ანბანი.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი ღონისძიებით წარდგნენ და დამრიგებელი და მშობლები სიამაყით აღავსეს.
პატარებმა ღონისძიებაზე ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, პირველ წიგნსა და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა მათი შრომა, ნიჭი და ცოდნა და შემოქმედებითი პოტენციალი.
დამრიგებელი პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და პირველკლასელებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ვიდეომასალა: