ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს.
ეს იყო სევდით, მოგონებებით, სიყვარულითა და მომავლის იმედით სავსე დღე - „ბოლო გაკვეთილი“, ერთად გატარებული წლების, წუთების, წამების გახსენება და ახალი გამოწვევებისა, ახალი თავგადასავლების დასაწყისი.
მოსწავლეებმა პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში. დღის ბოლოს ახალგაზრდების თეთრი პერანგები ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს დირექციამ და პედაგოგებმა.
„გილოცავთ, გვჯერა, წინ დიდი წარმატებებით სავსე მომავალი გელით“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრად რჩება.
იხილეთ ფოტოები: