„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში
03-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.

ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი.

„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - ასე უწოდეს პატარებმა ღონისძიებას, რომელსაც კლასის დამრიგებელი, ეკა ინგოროყვა ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთი ლამაზი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. 

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, ეკა ინგოროყვას ასეთი ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილი ღონისძიების ორგანიზებისთვის. სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს კარგი სწავლისა და სასკოლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა, ვულოცავთ ჩვენს პატარებს და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს გახლდათ გულწრფელი ემოციების ზღვა, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არასოდეს დაავიწყდებათ.

ბმული N1

ბმული N2

ბმული N3

ბმული N4

ბმული N5

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...