„მშვიდად განისვენე, სკოლისთვის თავდადებულო, ერთგულო ხელმძღვანელო“... - ბოხვაურის საჯარო სკოლა დირექტორს, თამარ ყურაშვილს გლოვობს
03-06-2025

„ორმოცი ტკივილიანი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იმიერში გადაინაცვლეთ. გაუსაძლისია უთქვენობა. დააკლდით ოჯახს, სკოლას, მოსწავლეებს და მშობლებს...

მოსწავლეები ცრემლიანი თვალებით იხსენებენ თქვენს მიერ ჩატარებულ ყოველ გაკვეთილს, რომელიც სამუდამოდ დარჩება თითოეული მათგანის მეხსიერებაში.

მშვიდად განისვენე, სკოლისთვის თავდადებულო, ერთგულო ხელმძღვანელო, მასწავლებელო და მეგობარო!“ - გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის,  ბოხვაურის საჯარო სკოლა დირექტორის, თამარ ყურაშვილის გარდაცვალებას გლოვობს.

აღსანიშნავია, რომ თამარ ყურაშვილი გახლდათ მრავალმხრივ განათლებული, თავისი საქმის პროფესიონალი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე სკოლის ინტერესებისათვის მებრძოლი ადამიანი, საოცრად მოწესრიგებული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული.

იყო უბადლო პოეტი და უამრავი ნოველის ავტორი.

„ქალბატონი თამარი სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ბრძოლობდა.

იბრძოდა სკოლისთვის...

იბრძოდა სიცოცხლისათვის...

სამწუხაროდ ის ამ ბრძოლაში დამარცხდა

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“... - ასე გამოეხმაურნენ ბოხვაურის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ქალბატონი თამარის გარდაცვალებას.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...