ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა წამოიწყეს ინიციატივა სახელწოდებით „ერთად ვუმღეროთ საქართველოს“, რომელიც მთელი სკოლის მასშტაბით გავრცელდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი ერთად შეასრულეს. მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ აქტივობა მხარდაჭერა გამოუცხადეს, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სკოლაში არსებული ერთიანობისა და პატრიოტიზმის სულისკვეთებას.
ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ისტორიული მნიშვნელობის გააზრებას. დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა კვლავაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, რათა მოსწავლეებში ეროვნული იდენტობა და პატრიოტიზმი გააძლიეროს.
იხილეთ ფოტოები: