ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა ქართულის, როგორც მეორე ენის შემოქმედებითი გაკვეთილი თემაზე - „ფერადი მამლები“.
თემა ვ.სუტეევის მოთხრობის - „მამალი და საღებავი“ გაცნობის შემდეგ შეირჩა. სასწავლო პროცესს ნანა მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, ფერებისა და სახეების დამუშავების უნარის განვითარებას, ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსის გააზრებას და მის ვიზუალურად გადმოცემას.
პედაგოგმა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია.
სათანადო ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოისმინეს მამალზე მოთხრობილი ამბავი, შემდეგ კი საკუთარი ფანტაზიით დახატეს და გააფერადეს იგი. ბავშვებმა დაასახელეს, რა ფერები გამოიყენეს და რატომ.
„ეს აქტივობა ხელს უწყობს როგორც ტექსტის გააზრებას, ისე თვითგამოხატვასა და ფერწერულ უნარ-ჩვევების განვითარებას“,- გვეუბნება მასწავლებელი.
შედეგად მოსწავლეებმა უკეთ გაითავისეს წაკითხული ტექსტი, გაიღრმავეს ფერების აღქმის და კომუნიკაციის უნარები, განავითარეს კრეატიულობა და საკუთარი თვალით დაინახეს ნაწარმოების პერსონაჟი.
იხილეთ ფოტოები: