„ჩემი სახლი“ - განჯალის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დიორამა წარმოადგინეს
03-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო და პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს თემაზე: „ჩემი სახლი“. მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზიითა და ინდივიდუალური ხედვით შექმნეს სახლის მაკეტები, რაც მათ სივრცული აზროვნების განვითარებაში და სამგანზომილებიანი ფორმების აღქმაში დაეხმარა.

აქტივობა ხელოვნების მასწავლებლის, თუნზალა ნაბიევას, ხელმძღვანელობით ჩატარდა. მისი მიზანი იყო, მოსწავლეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, სპეციალური მასალებითა და ინსტრუმენტებით თავად შეექმნათ მაკეტები.

მოსწავლეებმა მაკეტების შექმნის პროცესში:

  • განივითარეს სივრცული და ვიზუალური აზროვნება;
  • ისწავლეს სხვების ნამუშევრების შეფასება, კონსტრუქციული გამოხმაურება და პატივისცემით გაზიარება საკუთარი აზრის;
  • განივითარეს სივრცული აზროვნება და სამგანზომილებიანი ფორმების წარმოსახვის უნარი;
  • განიცადეს შესრულებული ნამუშევრის მიმართ სიამაყე, რაც პოზიტიურად აისახა მათ თვითშეფასებაზე და მოტივაციაზე;

ეს აქტივობა სკოლაში არამხოლოდ ხელოვნების სწავლების ნაწილია, არამედ ძლიერი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის თვითგამოხატვას, ხელით მუშაობის განვითარებას და კრეატიულობის გაძლიერებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...