თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში გაიმართა პროექტი-აქცია - „ერთი დღე თამბაქოს გარეშე“
მე-8 კლასის მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები თამბაქოსთან მიმართებაში და გააცნეს თანატოლებს ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი პროექტები სკოლაში ყოველწლიურად იმართება და ემსახურება ახალგაზრდების ცნობისრების ამაღლებას და მათი ჯანმრთელობის გაფრთხილება-შენარჩუნებას.
აქტივობას პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: