ალათუმანის საჯარო სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის 12-ე გამოშვება დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს
03-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში „ბოლოს ზარი“ საზეიმოდ დაირეკა მე-12 კლასელებისთვის.

სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ერთად შეიკრიბნენ, რათა ღირსეულად და გულთბილად დაემშვიდობებოდნენ კურსდამთავრებულებს.

სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაასრულა. ისინი მთელი გულით ჩაერთვნენ ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაში. მათ სკოლის საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს: გაიხსენეს სკოლის წლებით სავსე გზა, ბავშვური ცელქობა, პირველი წარმატებები, მეგობრობა და მასწავლებლებთან გატარებული ძვირფასი წუთები. სცენაზე კი არაერთი ემოციური მომენტი აღიბეჭდა – სიხარული, ღიმილი, ცრემლი და სითბო.

დამრიგებელმა ნორიკ კარაპეტიანმა გამოსაშვებ კლასს სითბო და სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართა. მან მოსწავლეებს წარმატება, წინსვლა და ცხოვრების ახალი ეტაპზე ძალა და თავდადება უსურვა. მისი სიტყვები არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანისთვის გულში ჩამწვდომი და დამამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203